საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია კიევში
2018 წლის 16 ოქტომბერს უკრაინაში ქ. კიევში კიევის საავიაციო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ეკონომიკის თანამედროვე პრობლემები“. აღნიშნული კონფერენციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი გახლდათ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი.
III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი „ინოვაციები მეცნიერებაში: თანამედროვეობის გამოწვევები“
16 სექტემბერი
ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ბადრი გეჩბაიამ მონაწილეობა მიიღო 8-15 სექტემბერს, ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმში ,,ინოვაციები მეცნიერებაში: თანამედროვეობის გამოწვევები“. ბ. გეჩბაიამ წარადგინა მოხსენება მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის ფარგლებში შედგა საქმიანი შეხვედრები ქ. ვარნას მუნიციპალიტეტის მერიის უმაღლესი განათლების განყოფილების, ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მოეწყო მრგვალი მაგიდა ბულგარეთის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.
IV სართაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები".
26 ივნისი 2018 წ
2018 წლის 24 ივნისს, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით, ბათუმში, სატუმრო ,,შერატონ-ბათუმში" გაიმართა IV სართაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". კონფერენციაში დასწრებული მონაწილეობა მიიღო 5 ქვეყნის 68 მეცნიერმა, ხოლო დაუსწრებელი მონაწილეობა - 7 ქვეყნის 104-მა მეცნიერმა.
სამეცნიერო ფორუმი პოლონეთში
2018 წლის 21-26 იანვარს, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით, პოლონეთში, ქალაქ ზაკოპანეში, ჩატარდა II სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფორუმი ,,ურთიერთთანამშრომლობის ხელშკრულება - პარტნიორობიდან თანამშრომლობამდე“. ფორუმში მონაწილეობდნენ პოლონეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოს, შოტლანდიისა და ინგლისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ფორუმზე განხილული იყო დარგობრივი ურთიერთობებისა და საფუძვლიანი თანამშრომლობის გაღრმავების გზები და ხერხები, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარები როლი და მნიშვნელობა საგანამანთლებლო საქმიანობაში.
ფორუმის ფარგლებში ლონდონში გამოიცა ფორუმის მონაწილეთა ერთობლივი - კოლექტიური მონოგრაფია. აღნიშნული მონოგრაფია ინდექსირდება სხვადასხვა სამეცნიერო ბაზებში
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში!
2017 წლის 20 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის ,,ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება საქართველოში ევროინტეგრაციის პირობებში (პრობლემები, გამოწვევები, პერსპექტივები)" შედეგების პრეზენტაცია თემაზე: აჭარის ა.რ.-ის სოფლის მეურნეობის საექსპორტო პოტენციალი: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში!
1 დეკემბერი 2017 წ
2017 წლის 1 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის შედეგების პრეზენტაცია თემაზე ,,ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება საქართველოში ევროინტეგრაციის პირობებში (პრობლემები, გამოწვევები, პერსპექტივები)".
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები
2017 წლის 17-18 ნოემბერს საქართველოს კონკურენციის საგენტოს მიერ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველისაერთაშორისოსამეცნიერო-პრაქტიკულიკონფერენციათემაზე - კონკურენციისპოლიტიკა: თანამედროვეტენდენციებიდაგამოწვევები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. ბადრი გეჩბაიამ და გამგეობის წევრმა პროფ. პაატა აროშიძემ. მათ მიერ კონფერენციაზე წარდგენილი იყო ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში თემა: „სამამულო წარმოების ზოგიერთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის კვლევა ადგილობრივ ბაზარზე“.
DEAR TEACHERS AND STUDENT
We would like to introduce new educational platform -Preply.com, which was created for students and teachers. In order to participate in this educational project you can register on the website http://preply.com/en
The registration is free of charge for all students and teachers!
Preply has been active since 2012 and during that time we have acquired more than 10 000 registrations by teachers (including native speakers from Great Britain, USA and Australia) as well as 10 000 students. There are 12 foreign languages available now and the range is still growing.
Students that have registered are able to find a suitable tutor.
In order to participate in this project you need to make only one step - create a profile at Preply.com. It's free of charge!
If you have any questions or problems feel free to contact us at