ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის საქმიანობა ეფუძნება სამეცნიერო/საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებულ ღირებულებებს, რომელსაც ინსტიტუტი ორგანიზაციის მართვის ქვაკუთხედად აცხადებს.
ინსტიტუტის საქმიანობის მისია და მიზნებია:
- საქართველოში განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
- სხვადასხვა ხასიათის კვლევების წარმოება (სამეცნიერო, სოციოლოგიური);
- სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და უცხოური გამოცდილების შესწავლა და საქართველოში იმპლემენტირება;
- სხვადასხვა დონის მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
- საქართველოში კვლევების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;
- კვლევების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
- მთარგმნელობითი საქმიანობა;
- ტრენინგების, კონფერენციების, ლექცია–სემინარების, სასწავლო–მეთოდური, სამეცნიერო–მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება;
- სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განხორციელება;
- სტუდენტების ჩართვა ინსტიტუტის საქმიანობაში;
- უცხო სახელმწიფოების შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად ერთობლივი კვლევების განხორციელება;
- პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ჟურნალები);
- ინსტიტუტი შეიძლება ეწეოდეს სახვა საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირემსახურება ინსტიტუტის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.