კონფერენცია მიუნჰენში 29.04.2020
2020 წლის 8-10 აპრილს, გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენში, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანაორგანიზებით, გაიმართა დისტანციური კონფერენცია ‘’Innovative Processes Management in the Context of Education and Science Modernization”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 15 ქვეყნის მეცნიერმა და მკვლევარმა. კონფერენციის პლენარულ სხდომებზე წარმოდგენილ მრავალფეროვან ნაშრომებში მკვლევარებმა ისაუბრეს განათლებასა და მეცნიერებაში პროცესების მართვასთან, ოპტიმიზაციასთან და ხარისხობრივ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
კოლექტიური მონოგრაფია: ეროვნული ეკონომიკის ფინანსური სისტემის ინსტიტუციური განვითარების მექანიზმები
ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა კოლექტიური მონოგრაფია „ეროვნული ეკონომიკის ფინანსური სისტემის ინსტიტუციური განვითარების მექანიზმები“.
ცოდნის მენეჯმენტი, ეკონომიკა და სამართალი
2019 წლის 5-6 დეკემბერს ქ. ბათუმში (საქართველო) ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კუნფერენცია „ცოდნის მენეჯმენტი, ეკონომიკა და სამართალი“. კონფერენციის ორგანიზატორი: ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი პარტნიორებთან ერთად.
კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოდესის (უკრაინა) სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტი.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ბადრი გეჩბაია და ინსტიტუტის დამფუძნებელები პროფესორები ქეთევან გოლეთიანი და გელა მამულაძე 24-26 ნოემბერს ბრიუსელში თანამედროვე განათლებისა და კვლევების ინსტიტუტში იმყოფებოდნენ.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი V (საიუბილეო) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“
2019 წლის 24 ივნისს სასტუმრო ჰილტონი ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი V (საიუბილეო) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია" თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ გაიმართა.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების იმპერატივები ეროვნული კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაში“.
2018 წლის 13-14 დეკემბერს ქ. ბათუმში (საქართველო) ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კუნფერენცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების იმპერატივები ეროვნული კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაში“. კონფერენციის ორგანიზატორი: ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი პარტნიორებთან ერთად.
კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და ოდესის (უკრაინა) სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და ლატვვიიდან.
კონფერენციის შრომების კრებული I ნაწილი
კონფერენციის შრომების კრებული II ნაწილი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტსა და უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტს შორის
10 დეკემბერი 2018 წ
ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ბადრი გეჩბაია და ინსტიტუტის დამფუძნებელი პროფესორი ქეთევან გოლეთიანი უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. დაიგეგმა ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება, სამეცნიერო-კვლევითი ბაზების განვითარება, სხვა პარტნიორებთან ქსელის ხელშეწყობა, ერთობლივი მრგვალი მაგიდების გამართვა, ერთობლივი სამეცნიერო სტატიების მომზადება, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტსა და კიევის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტს შორის.
DEAR TEACHERS AND STUDENT
We would like to introduce new educational platform -Preply.com, which was created for students and teachers. In order to participate in this educational project you can register on the website http://preply.com/en
The registration is free of charge for all students and teachers!
Preply has been active since 2012 and during that time we have acquired more than 10 000 registrations by teachers (including native speakers from Great Britain, USA and Australia) as well as 10 000 students. There are 12 foreign languages available now and the range is still growing.
Students that have registered are able to find a suitable tutor.
In order to participate in this project you need to make only one step - create a profile at Preply.com. It's free of charge!
If you have any questions or problems feel free to contact us at