2017 წლის 20 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის ,,ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება საქართველოში ევროინტეგრაციის პირობებში (პრობლემები, გამოწვევები, პერსპექტივები)" შედეგების პრეზენტაცია თემაზე: აჭარის ა.რ.-ის სოფლის მეურნეობის საექსპორტო პოტენციალი: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში
აღნიშნული გრანტი დაფინანსებული იყო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. სამეცნიერო სემინარს უძღვებოდა პროფესორი ბადრი გეჩბაია. მან დამსწრეთ გააცნო შოთა რუსთაველის სამეცნირო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები, წარმოადგინა მაღალი სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები, მათი შედარებითი ანალიზი და კვლევის მიმდინარე შედეგები. ბ. გეჩბაიას მოხსენების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია. სამეცნიერო სემინარმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და დამსწრეთა მაღალი შეფასება მიიღო.