15.01.2016
2016 წლის 15 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა უნივერსიტიტსა და ა(ა)იპ ,,ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტს“ (ეკერ) შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს ბნსუ-სა და ეკერ-ს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მხარეთა მონაწილეობას დაწესებულებათა სამეცნიერო ღონისძიებებში, ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, ეკერ-ის მიერ განხორციელებულ პროექტებში ბნსუ-ს სტუდენტთა ჩართულობას.
მემორანდუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა“ და ,,ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის“ შეთანხმება ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალის დაფუძნებაზე. ბნსუ-ს ერთ-ერთი ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანსპორტისა და ეკონომიკის დარგში სამეცნიერო კვლევების გააქტიურება. სწორედ ამ მიზნით იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო გამოცემის შექმნა. ,,ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტთან“ თანამშრომლობა კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯია ბნსუ-ს, როგოც ახალი ტიპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ფორმირების საქმეში.

We would like to introduce new educational platform -





