2019 წლის 24 ივნისს სასტუმრო ჰილტონი ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი V (საიუბილეო) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია" თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ გაიმართა.
კონფერენცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას უცხოელი წარმომადგენლებიც ღებულობდნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ლიტვა, ლატვია, უკრაინა, პოლონეთი, ბულგარეთი, ისრაელი და თურქეთი.
საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ გახსნა. პლენარულ სხდომაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა მანანა სანაძემ, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მაია ჭიჭილეიშვილმა, კლაიპედის უნივერსიტეტის საზღვაო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რიმა მიკიავიჩენემ.
საკუთარი კვლევის შედეგების შესახებ პრეზენტაცია 30 მონაწილემ გააკეთა.