2016 წლის 24 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (პარტნიორებთან ერთად) ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.
კონფერენციას ესწრებოდნენ უცხოელი პარტნიორები, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წამომადგენლები. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ.
კონფერენციიას საპატიო ვიზიტით ესრებოდა საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორი, მამუკა ახლაძე. შეკრებილთ, ასევე, მიესალმენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ერმილე მესხია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა შონია. ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი გივი ბაქრაძე. კიროვოგრადის (უკრაინა) ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ფინანსებისა და აუდიტის კათედრის გამგე, ქალბატონი გალინა კუზმენკო.
კონფერენციის მეორე ნაწილი მიეძღვნა მასპინძელი და თანაორგანიზატორი დაწესებულებებისათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ერთობლივი საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის ,,ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ პირველი ნომრის პრეზენტაციას.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში, ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტსა და ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.