მრგვალი მაგიდა: „ევროკავშირი - აღმოსავლეთ პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში“
2016 წლის 23-25 იანვარს ქ. უკრაინაში ჩერნიგოვის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა „ევროკავშირი - აღმოსავლეთ პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში“. რომლის მიზანი იყო:
2016 წელს ჩასატარებელი სამუშაოების, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, საქართველოსა და უკრაინას შორის. საკითხები ძირითადად ეხებოდა აკადემიური მობილობის თემას როგორც სტუდენტების, ასვე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის კვალიფიკაციების ამღლებას, გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში მიღწეული გარკვეული წარმატებებისათვის ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს ასოცირებულ პროფესორს ბადრი გეჩბაიას და ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელს პროფესორ ქეთევან გოლეთიანს მიენიჭათ ჩერნიგოვის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

We would like to introduce new educational platform -





