19.12.2015
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად კონკურსის შედეგები
საკონკურსო კომისიამ 101 საპროექტო განაცხადი შეაფასა „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის N135/ნ ბრძანების მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და გამოაცხადა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსშიგამარჯვებული პროექტები.
ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ბადრი გეჩბაიას მიერ წარდგენილმა პროექტმა ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება საქართველოში ევროინტეგრაციის პირობებში (პრობლემები, გამოწვევები,პერსპექტივები) გაიმარჯვა. აღნიშნული პროექტი განხორციელდება ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ბაზაზე.
ვულოცავთ ინსტიტუტს პირველ სამეცნიერო გამარჯვებას.
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება