03 თებერვალი 2023 წ
ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტთა საკონფერენციო, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების კვლევითი ნაწილის ჩატარებას და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტი გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“, სადაც უსასყიდლოდ დაიბეჭდება ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების მიერ მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები.