16 სექტემბერი
ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ბადრი გეჩბაიამ მონაწილეობა მიიღო 8-15 სექტემბერს, ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმში ,,ინოვაციები მეცნიერებაში: თანამედროვეობის გამოწვევები“. ბ. გეჩბაიამ წარადგინა მოხსენება მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის ფარგლებში შედგა საქმიანი შეხვედრები ქ. ვარნას მუნიციპალიტეტის მერიის უმაღლესი განათლების განყოფილების, ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მოეწყო მრგვალი მაგიდა ბულგარეთის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.
საერთაშორისო ტრენერებმა კონფერენციის მონაწილეებს ჩაუტარეს სამეცნიერო-მეთოდური სემინარები და ტრენინგების ციკლი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და მედია წიგნიერების საკითხებში.
ფორუმის მონაწილეთა ნაშრომები შევიდა კანადაში გამოცემულ მონოგრაფიაში ,,ინოვაციები მეცნიერებაში: თანამედროვეობის გამოწვევები“.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმის ყველა მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო სტაჟირების 4-ECTS კრედიტის მიღების დამადასტურებელ ევროპული სერთიფიკატი.
ღონისძიება ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტის (ბულგარეთი) ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (უკრაინა), პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასთან არსებული განათლების მენეჯმენტის უნივერსიტეტის (უკრაინა) და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.