26 ივნისი 2018 წ
2018 წლის 24 ივნისს, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით, ბათუმში, სატუმრო ,,შერატონ-ბათუმში" გაიმართა IV სართაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". კონფერენციაში დასწრებული მონაწილეობა მიიღო 5 ქვეყნის 68 მეცნიერმა, ხოლო დაუსწრებელი მონაწილეობა - 7 ქვეყნის 104-მა მეცნიერმა.
კონფერენციას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორი, სხვა ოფიციალური პირები. კონფერენციას უძღვებოდა ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ბადრი გეჩბაია. პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარსდგნენ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები: ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი პაატა აროშიძე და ტექნიკის დოქტორი, პროფესორი ქეთევან გოლეთიანი.