1 დეკემბერი 2017 წ
2017 წლის 1 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის შედეგების პრეზენტაცია თემაზე ,,ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება საქართველოში ევროინტეგრაციის პირობებში (პრობლემები, გამოწვევები, პერსპექტივები)".
აღნიშნული გრანტი დაფინანსებული იყო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. სამეცნიერო სემინარს უძღვებოდა პროფესორი ბადრი გეჩბაია. მან დამსწრეთ გააცნო შოთა რუსთაველის სამეცნირო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები, წარმოადგინა მაღალი სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები, მათი შედარებითი ანალიზი და კვლევის მიმდინარე შედეგები. ბ. გეჩბაიას მოხსენების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია. სამეცნიერო სემინარმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და დამსწრეთა მაღალი შეფასება მიიღო.