2017 წლის 18-19 მაისს უკრაინაში ქ. უმანში პავლა ტიჩინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკა და ბიზნესი 21-ე საუკუნეში: ცვლილებები და განვითარების პერსპექტივები”. კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო ა(ა)იპ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი. ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ბადრი გეჩბაია კი იყო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. კონფერენციის ფარგლებში გამოიცა მონაწილეთა სამეცნიერო შრომების კრებული და კონფერენციის პროგრამა. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა შესაბამისი სერთიფიკატებით.