10 დეკემბერი 2018 წ
ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ბადრი გეჩბაია და ინსტიტუტის დამფუძნებელი პროფესორი ქეთევან გოლეთიანი უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. დაიგეგმა ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება, სამეცნიერო-კვლევითი ბაზების განვითარება, სხვა პარტნიორებთან ქსელის ხელშეწყობა, ერთობლივი მრგვალი მაგიდების გამართვა, ერთობლივი სამეცნიერო სტატიების მომზადება, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტსა და კიევის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტს შორის.