„თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“

59a279b16059a2017 წლის 24 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანაორგანიზებით გაიხსნა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სასწავლო-საწვრთნელ ცენტრ ,,ანრის“, ასევე, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის, ვადიმ ჰელტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის, ცენტრალური უკრაინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშნებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა. კონფერენცია საზეიმოდ გახსნეს ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის საგენტოს დირექტორმა, ბატონმა მამუკა ახალაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა მირიან ქათამაძემ, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ერმილე მესხიამ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია წიკლაშვილმა.
კონფერენციაზე განხილულ იქნა საზღვაო დარგის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემები, მათი გადაჭრის სავარაუდო გზები, ასევე, განათლების ეკონომიკის თანამედროვე საკითხები. კონფერენციის მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის, ქალბატონი ელენე ხარაბაძის, ბნსუ-ს პროფესორის, ბატონი თენგიზ აფხაზავას, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის მეწარმეობის ეკონომიკის კათედრის გამგის, ეკონომიკურ მეცნიერბათა დოქტორის, პროფესორ ელენა გრიშნიოვას, ვადიმ ჰელტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორს ირინა კალენიუკის, ამავე უნივერსიტეტის საერთასორისო მენეჯმენტის კათედრის გამგის, პროფესორ ევგენი პანჩენკოს ვრცელმა და ფუნდამუნტურმა მოხსენებებმა. კონფერენცია ძალზე ნაყოფიერად წარიმართა. მისი მასალების სრულყოფილად ნახვა შესაძლებელია ჟურნალის ,,ინოვაციური და მართვა“ მორიგ ნომერში.

 

პროგრამა (ჩამოტვირთვა)

აბსტრაქტების კრებული (ჩამოტვირთვა)

1
2
3
4
5
6
7
8
10
9
11
12
14
13
15
16
17
18
19
20
22
21
24
23
IMG0652
IMG0676
IMG1087

DEAR TEACHERS AND STUDENT

preWe would like to introduce new educational platform -Preply.com, which was created for students and teachers. In order to participate in this educational project you can register on the website http://preply.com/en

The registration is free of charge for all students and teachers!

Preply has been active since 2012 and during that time we have acquired more than 10 000 registrations by teachers (including native speakers from Great Britain, USA and Australia) as well as 10 000 students. There are 12 foreign languages available now and the range is still growing.

Students that have registered are able to find a suitable tutor.

In order to participate in this project you need to make only one step - create a profile at Preply.com. It's free of charge!

If you have any questions or problems feel free to contact us at

ჩვენი გვერდი facebook - ზე

პარტნიორები

reg logo

ukr logo

bnt l

ASMIBA logo

001

 

esu

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 addr icon  ქ.ბათუმი. ანგისის ქუჩა N15
 email icon  
 phone icon  +995 593 72 21 15