მიმდინარე წლის 19 დან - 23 აპრილამდე სლოვაკეთის რესპუბლიკაში რიგით მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით ,,UKRAINE-EU. MODERN TECHNOLOGY, BUSINESS AND LAW’’ გაიმართა. მომხსენებლებს შორის მისასალმებელი სიტყვით პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ასოცირებული პროფესორი, ბადრი გეჩბაია და ინსტიტუტის გამგეობის წევრი პროფესორი ქეთევან გოლეთიანი წარსდგნენ.
კონფერენციის ფარგლებში ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტსა (საქართველო) და მიხაილ ბალუდიანსკის სამეცნიერო საზოგადოებას (სლოვაკეთი) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მომავალში აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირს, აგრეთვე სხვადასხვა პროექტების ერთობლივ განხორციელებას გულისხმობს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.